"ვცდილობთ დავზოგოთ" - ზურიკო დავითაშვილი მოსამზადებელ მატჩებს ტრავმის გამო ტოვებს
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელი, იან კათრო საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას ტრავმა აქვს, რის გამოც ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებს.
"ზურიკო დავითაშვილმა ზაფხულში ფიზიკური დაზიანება მიიღო. ის ადუქტორის არეშია დაშავებული. აქამდე ვცდილობდით, მისთვის ეფექტურად მიგვედევნებინა თვალი და დაგვეზოგა. წინასასეზონო პერიოდი დაშავებული მოთამაშეებისთვის ხშირად სახიფათოა, ბევრს ვვარჯიშობთ, ისინი დიდ დატვირთვას იღებენ და ზოგჯერ უმჯობესია, მოთმინება გამოიჩინოთ.
მათი დაბრუნებისას ეს ყველაფერი უფრო კომფორტულია. ის ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს", - ამბობს იან კათრო.
ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენს გასულ სეზონში ულიდერა და ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გაიყვანა, საიდანაც პლეი-ოფის ფინალში გავიდა, მაგრამ ნიცასთან (1:4) წააგო. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში 16 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.