Belive

რამაზ სვანაძე: “აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით, რთული გზიდან გამოსვლას ვცდილობთ”

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

“ ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია, როგორც სატურნირო მდგომარეობიდან, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. ნებისმიერი გამარჯვება და დადებითი გზა აადვილებს ჩვენს მიერ არჩეულ გზას. ამიტომ, დროის გასვლასთან ერთად, ჩვენი თამაში უფრო მეტად დაიხვეწება. ფსიქოლოგიურ მზაობას გამარჯვება აყალიბებს და ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მატჩში გამარჯვებას მივაღწიოთ.

ვფიქრობ, ფეხბურთში დაღმართს აღმართი მოსდევს და პირიქით. არსებობს გზა, რომელიც რთულდება, ჩვენ ძალიან რთულ
გზას გავდივართ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი შემართებით, საუბრით, ფსიქოლოგიური მზადებით და ტაქტიკური სწავლებით, ამ რთული გზიდან გამოვიდეთ.

საქართველოს ნაკრებში დისციპლინის პრობლემები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის და დარწმუნებული ვარ არც იქნება. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცით, საკუთარი ფეხბურთელების პროფესიონალიზმი, გვაქვს ნდობა და არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - რამაზ სვანაძე.

საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.

სხვა სტატიები