Belive

"ვცდილობ ყველა მატჩში გადამწყვეტი ვიყო" - ლიონმა გიორგი მიქაუტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლიონის" ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მიქაუტაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდზე საუბრობს. მან 1 კვირაზე მეტია რაც "ლიონთან" ერთად ვარჯიში დაიწყო, შემდეგ კი გუნდთან ერთად დივონ-ლე-ბენში ოთხდღიანი ვარჯიშისთვის გაემგზავრა.

აღდგენის პროცესი კარგად მიდის. ვარჯიში 1 კვირის წინ დავიწყე და უკვე ბურგონში რამდენიმე წუთით "ტორინოს" წინააღმდეგ ვითამაშე, ხოლო "უნიონ ბერლინთან" მოედანზე 45 წუთი გავატარე. უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. გუნდთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ 90 წუთი თამაში უკვე შემიძლია.

ვამაყობ, რომ "ლიონს" წარმოვადგენ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მაისურის ჩაცმაზე, ეს იყო ენთუზიაზმი, რამაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ აქ ყოველთვის დიდი საქმეების კეთება შემიძლია. როდესაც გავიგე, რომ კლუბს ჩემი შეძენა სურდა ძალიან გამიხარდა და ჩემს აგენტებს ვუთხარი თუ რომელ გუნდში მინდოდა გადასვლა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი სწრაფად მოხდა, ვცდილობდი ნაკრებთან ერთად გატარებული ყველა მომენტიდან სიამოვნება მიმეღო. დაუვიწყარი დღეები იყო. ეს ისეთი ამბავია, რომელიც შეიძლება არ განმეორდეს, ამიტომ თქვენ ამით უნდა ისიამოვნოთ და იყოთ ბედნიერი.

"ლიონში" სწრაფ ინტეგრაციას რაც შეეხება, ეს ბუნებრივად მოხდა, რადგან მე ვარ ძალიან ღია, უბრალო და ღიმილიანი ადამიანი. ყველასთან ვკონტაქტობ. გამიხარდა, რომ გუნდში მაქსენი (კაკერე) ვნახე.

ალექსანდრ ლაკაზეტთან თამაშს მოუთმენლად ველი, რადგან ის შესანიშნავი თავდამსხმელია. მისგან ბევრ რამეს ვიღებ. აუცილებელია, რომ მწვრთნელის გეგმებს სწრაფად მოვერგო და ადაპტაცია გავიარო. იმედი მაქვს ის ოლიმპიურ თამაშებს მოიგებს და შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს. ვფიქრობ ჩვენ ერთმანეთს კარგად შევავსებთ. პოზიციებს კარგად შევითავსებთ, რადგან ბურთთან ურთიერთობა ორივემ კარგად ვიცით და როგორც ცენტრფორვარდად, ასევე მეორე ფორვარდად თამაში ორივეს კარგად გამოგვდის.

მიზნებს რაც შეეხება, როდესაც საქმე გოლების გატანას ეხება მე ჩემს თავს საზღვრებს არ ვუწესებ. ყოველთვის მეტი მინდა, ამიტომ არ მინდა ფიქსირებულ საზღვრებს მივაღწიო. ვცდილობ ყველა მატჩში გადამწყვეტი ვიყო.

"ლიონს" ბოლო სეზონი რთული ჰქონდა, მაგრამ ამის გამო არ მეშინოდა. მე როდესაც "მეცში" დავბრუნდი და გუნდებს დავაკვირდი ყველას ვუთხარი, რომ "ლიონზე" არ ენერვიულათ, რადგან ისინი თავიანთ ფორმას დაუბრუნდებოდნენ.

მაისურის ნომრის არჩევა ბუნებრივად მოხდა, ისედაც 69 ნომრის არჩევას ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც ხელმისაწვდომებს გადავხედე ძალიან გახარებული ვიყავი, რომ სწორედ ეს იყო დარჩენილი.

სხვა გუნდში გადასვლით არაფერი იცვლება, ახლა უბრალოდ ჩემი ქალაქის გუნდში ვითამაშებ. ჩემს თამაშებზე ოჯახის წევრები და მეგობრები ისედაც ყოველთვის დადიოდნენ. ისევ ისე ვითამაშებ როგორც ადრე, არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ.

სასიამოვნო იყო ხელმოწერის გარშემო რა ამბებიც ხდებოდა. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის. როდესაც ბურგონში მოვედი სასიამოვნო ოვაციები დამხვდა, მე ამას დადებითად ვიღებ, ყველანაირი ზეწოლის გარეშე.

მიხარია საიდ ბენრაჰმასთან ერთად გუნდში ყოფნა, რადგან ის დიდი ძმასავით მეყოლება. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს უკვე ვესაუბრეთ და ვცდილობთ ვარჯიშზე მატჩების შესახებ ვიმსჯელოთ. - გიორგი მიქაუტაძე - "ლიონის" ფეხბურთელი

სხვა სტატიები