Belive

კიდევ ერთი მცდელობა: გალათასარაი მიქაუტაძის დამატებაზე ისევ მუშაობს

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატება "გალათასარაის" დიდი ხანია სურს.

რამდენიმე თვეა, რაც ევროპული მედია ტრანსფერის შესახებ საუბრობს, მაგრამ "ლიონი" ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავს. ასევე, "ოლიმპიკის" მფლობელმა, ამერიკელმა, ჯონ ტექსტორმა თქვა, რომ მიუხედავად, არსებული ფინანსური დაბრკოლებებისა, ის მიქაუტაძის და სხვა ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.

superhaber წერს, რომ 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, "გალა" კიდევ ერთხელ შეეცდება 24 წლის ქართველი ფორვარდის დამატებას და საამისოდ, "ლიონს" ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს. შეთავაზებაში 20 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსებია გათვალისწინებული, რაც აღნიშნული მედია საშუალების ინფორმაციით, "ლიონისთვის" კარგი პირობაა. ნათქვამია ისიც, რომ თავად ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა.

გიორგი მიქაუტაძე მშობლიურ გუნდში 2024 წლის ზაფხულში, "მეციდან" დაბრუნდა და 25 მატჩში 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები