Belive

,,მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ ადგილს იპოვის'' - ლიონის მწვრთნელი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლიონის'' მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა, RMC-სთან ინტერვიუში, გუნდის ქართველ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, მიქაუტაძის მიმართ ლიონში დიდი მოლოდინებია. პირველ მატჩებში მან გოლის გატანა ვერ შეძლო. რენში ამის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მას გოლის გატანა არაერთხელ შეეძლო და xG-ის (მოსალოდნელი გოლის ინდექსი) ძალიან მაღალი მაჩვენებელიც აქვს.

მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ ადგილს იპოვის, ახლა ის გუნდთან შეჩვევის პროცესშია.'' - პიერ საჟი

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ,,ლიონის'' მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა (3 ძირითად შემადგენლობაში). ქართველ თავდამსხმელს თავი საგოლე მოქმედებით ჯერჯერობით არ გამოუჩენია.

,,ლიონი'' მომავალ მატჩს კვირას, 20 ოქტომბერს, ,,ლე ავრთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები