Belive

გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს - ქართველის შეფასება მიდტიულანდის წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრატისლავის "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგაზეა! ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა დანიური "მიდტიულანდი" შინ ხუთგოლიან თრილერში დაამარცხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებენ.

პირველი შეხვედრა დანიაში ფრედ, 1:1 დასრულდა "ტეჰელნე პოლეზე" კი მასპინძლებმა მატჩი 82-ე და 86-ე წუთებზე გატანილი გოლებით დაატრიალეს და ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვეს.

View this post on Instagram

A post shared by ŠK Slovan Bratislava (@skslovanbratislava)

2024 წელს კიდევ ერთი ოცნება აისრულა გურამ კაშიამაც - ეროვნული ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც მოსინჯავს ძალებს.

კაშია "მიდტიულანდის" წინააღმდეგ ტრადიციულად ძირითადში იყო და მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

Flashscore-მ გურამი 6.9 ქულად შეაფასა. 6.7 ქულა იყო Sofascore-ს შეფასება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ახალ ფორმატში უკეთ გასარკვევად კი ამ ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ

სხვა სტატიები