Belive

გერმანული მედია: "მილიონიანი შეთავაზება: კარლსრუე ამაზე უარს ვერ იტყვის"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "კარლსრუემ" 30 წლის ფორვარდის ტრანსფერის სანაცვლოდ შვიდნიშნა თანხის შეთავაზება მიიღო.

"კარლსრუესთვის" შესანიშნავი შესაძლებლობა იხსნება. ეს ბრწყინვალე შეთავაზება ბუდუ ზივზივაძეს ეხება, რომელიც პოტენციურად გუნდის შეცვლის კანდიდატი დიდი ხანია არის. თავად ფეხბურთელისთვის ეს შესაძლებლობა მშვენიერია, რადგან სავარაუდოდ, მისი ხელფასიც შვიდნიშნა ციფრით განისაზღვრება.

მათ აქამდეც ჰქონდათ ასეთი შეთავაზება, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა, ახლა კი ასეთ შესაძლებლობაზე "კარლსრუე" უარს ვერ იტყვის.

ასევე, გუნდის სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან ფრეისმა თქვა: "ჩვენ მზად ვართ რესტრუქტურიზაციისთვის. ფაქტია, რომ გუნდი სიახლეებისადმი მზაობას გამოხატავს", - წერს ka-news.de.

ბუდუ ზივზივაძემ 2024/25 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან მეორე ბუნდესლიგაში საწყის ტურში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო, შემდეგ კი აქტივს საგოლე პასიც შემატა. ასევე, გერმანიის თასის ახალ სეზონში მან უკვე თითო-თითო გოლის გატანა და შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები