ვლადიმირ ვაისი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გავა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე ისაუბრა:
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატის საგზურს ერთა ლიგის მეშვეობით მოიპოვებს. გუნდი კარგად თამაშობს და მატჩის შინ ჩატარებაც უპირატესობაა. როცა მწვრთნელი ვიყავი ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით, ვფიქრობ, მეორე ცდა წარმატებული იქნება.
ახლა ფეხბურთელები უფრო გამოცდილები არიან და გუნდიც უფრო ხარისხიანად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, საქართველო თავის შანსებს გამოიყენებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა, ამით ყველა ქართველი გაბედნიერდება. - ვლადიმირ ვაისი "ჩემპიონატ"-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში
საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იბრძოდა. ქართველებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს და რვა ტურის შემდეგ რვა ქულა დააგროვეს.
ახლა ვილი სანიოლის გუნდს პლეი-ოფში თამაში მოუწევს, სადაც გუნდები ერთა ლიგის შედეგების მიხედვით კვალიფიცირდება. ნახევარფინალურ მატჩში ქართველები ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის უძლიერეს გუნდს შეხვდებიან. ორივე შემთხვევაში საქართველო მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.