Belive

"ვილიარეალი მარტივად არ დათმობს" | მიქაუტაძის დამატებისთვის პრემიერ ლიგის გუნდები იბრძვიან

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის დამატებისთვის ბრძოლაში ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ევერტონი ერთვება.

"ტოტენჰემ ჰოთსპურს იანვარში ვილიარეალიდან თავდამსხმელ ჟორჟ მიქაუტაძის გადაბირება გაუჭირდება: ამის შესახებ წყაროებმა Football Insider-ს განუცხადეს.

26 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტოტენჰემი ევერტონთან ერთად არის ჩართული, ორივე კლუბს ზამთარში შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურს.

თუმცა ვილიარეალი სეზონის შუაში თავისი წინახაზელის გასხვისებას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ სპურსს მისი წაყვანა გაურთულოს.

ლა ლიგის კლუბზე ფინანსური ზეწოლა არ არის, რომ მიქაუტაძის გაყიდვით თანხა გამოიმუშაოს და ტრანსფერს მანამდე არც კი განიხილავს, სანამ ჩემპიონთა ლიგაზე რჩება.

მოლოდინია, რომ იანვარში ტოტენჰემს კვლავ ექნება სახარჯო თანხა, თუმცა ვილიარეალის დაყოლიება სოლიდური შეთავაზებითაც კი შეიძლება გაუჭირდეს.

მიქაუტაძე ყვითელი წყალქვეშა ნავის ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი უცვლელი წევრია მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჟორჟ მიქაუტაძისთვის ტოტენჰემში ტრანსფერის კარი ბოლო წუთის შეიძლება გაიღოს.

ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალის მონაწილეობა დიდ დაბრკოლებას უქმნის ტოტენჰემს, თუ მას იანვარში მიქაუტაძის დამატება სურს.

ინიგო პერესის გუნდს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მიმდინარე სეზონში უჭირს: საწყისი ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

27 იანვარს ლიგის ფაზის დასრულებამდე მათ წინ ფენერბაჰჩესთან და მანჩესტერ იუნაიტედთან რთული შეხვედრები ელით.

თუ ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ცხრილში ბოლო 12 გუნდს შორის დაასრულებს გამოსვლას, როგორც მოსალოდნელია, ამან შესაძლოა სპურსს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიქაუტაძის გადაბირების ფანჯარა გაუხსნას.

თუმცა, 26 წლის ფეხბურთელისთვის ეს უაღრესად სწრაფი ტრანსფერი უნდა იყოს, რადგან პრემიერ ლიგის კლუბებისთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება", - წერს footballinsider247.

გიორგი მიქაუტაძეს ამ სეზონში ვილიარეალის შემადგენლობაში 17 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები