Belive

ვილიარეალი დაძაბულ მატჩში დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ?!

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ლიგის ფაზის პირველ მატჩში ვილიარეალს დუპირისპირდა. სიგნალ იდუნა პარკზე გამართული უხვგოლიანი შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. მიქაუტაძე ვილიარეალის შემადგენლობაში ერთ-ერთი აქტიური იყო - ქართველმა შემტევმა ასისტის პარალელურად, 6 დუელი მოიგო და 24 ზუსტი პასი შეასრულა.

გიორგი მიქაუტაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.8

  • Sofascore: 7.0

  • Whoscored: 7.7

ვილიარეალი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს, 23:00 საათზე, ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები