ზურიკო დავითაშვილი: "წინ 3 ფინალი გვაქვს, უკეთ უნდა ვითამაშოთ და ლიგა 1-ში დავბრუნდეთ"
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის 31-ე ტურში ბასტიასთან (0:2) წაგების და 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის დასრულების შემდეგ საუბრობს.
"ამ სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში გახლდათ. მატჩის საწყის წუთზე გოლი გავუშვით და ამის შემდეგ თამაში გართულდა.
ვერ ვითამაშეთ მიმზიდველი ფეხბურთი და ვერ გამოვავლინეთ სწორი დამოკიდებულება. ლიგა 2-ში ყველა მატჩი 100%-ით ან უფრო მეტითაც კი უნდა ვითამაშოთ. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და ეს ლიგა 2-ში მიუღებელია.
ჩვენთვის რთულია, მაგრამ ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ყურადღება სამ დარჩენილ ფინალზე გავამახვილოთ, მიმზიდველი ფეხბურთი ვითამაშოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია სამივე მატჩის მოგება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად.
არ ვიცი, რატომ ვიწყებთ მატჩებს ასე. თამაშის წინ გასახდელში ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ კარგად უნდა დავიწყოთ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა ხდება მოედანზე გასვლის შემდეგ. იმედი მაქვს, უკეთესად ვითამაშებთ და ტროას, როდეზს და ამიენს მოვუგებთ. იმედია თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ და მსგავსი შედეგი აღარ დაფიქსირდება", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში სენტ-ეტიენის შემადგენლობაში 14 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული, მისი გუნდი ლიგა 2-ში მეორე პოზიციას იკავებს, თავად კი ბომბარდირთა დავაში 13 გოლით მე-2 ადგილზეა.