ვილი სანიოლი: "თანამედროვე ფეხბურთში პატარა გუნდებს დიდ მეტოქეებთან გამარჯვება შეუძლიათ"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, თურქულ მედიასთან 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ საუბრობს.
"რთული ჯგუფი იქნება, როგორც თურქეთისთვის, ისე ყველა სხვა ნაკრებებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ხუთი თვე გავიდა, თურქეთთან წაგებულ მატჩზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ.
თანამედროვე ფეხბურთში ჩვენ ვხედავთ, რომ პატარა გუნდებსაც კი შეუძლიათ დიდ მეტოქეებთან გამარჯვება" - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 2025 წელს სომხეთთან ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი პლეი-ოფის მატჩებით დაიწყებს. 20 რიცხვში ორრაუნდიანი ეტაპის საწყისი შეხვედრა ერევანში გაიმართება, 23-ში კი მატჩს საქართველო უმასპინძლებს.