Belive

IJF-ს განახლებული მსოფლიო რეიტინგი - მაისურაძე 7 პოზიციით დაწინაურდა, ბექაურმა ლიდერობა დაკარგა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

IJF-მ 2024 წელი ოფიციალურად დაასრულა.სიმბოლურია, რომ წლის ბოლო სლემი იქ დასრულდა, სადაც ამ სპორტის სახეობის შექმნასა და განვითარებას ჩაეყარა საფუძველი.

დიახ, სწორად მიხვდით - 2024 წელი ტოკიოს გრანდ სლემმა დახურა, სადაც საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 წარმომადგენელი ჰყავდა და ეს ლუკა მაისურაძე იყო.

90 კგ წონით კატეგორიაში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე, IJF-ს ტურს ზუსტად 1 წლის შემდეგ დაუბრუნდა, მას ბოლოს IJF-ს ტურში სწორედ 2023 წლის დეკემბერში, ტოკიოს გრანდ სლემზე ჰქონდა ასპარეზობა მიღებული და ზუსტად იგივე სცენარი გაიმართა წელს, როგორიც 2023 წელს

ტოკიოს გრანდ სლემი 2024 | სანშირო მურაო Vs. ლუკა მაისურაძე

კერძოდ, ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალში გავიდა, სადაც სანშირო მურაისთან დამარცხდა. იდენტური სურათი იყო 2023 წელსაც, მაისურაძემ ფინალში სწორედ უძლიერეს იაპონელთან დათმო ბრძოლა.

ლუკა მაისურაძემ სანშირო მურაომდე (ფინალამდე) მისასვლელად შემდეგი გზა გაიარა:

  • II ეტაპი - ჰიდეტოში ტოკუმოჩი (იაპონია)

  • 1/4-ფინალი - კლენ კრისტოფერ კალიულაიდი (ესტონეთი)

  • 1/2-ფინალი - კომეი კავაბატა (იაპონია)

ასე და ამგვარად, 26 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ტოკიოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც 90-კგ წონით კატეგორიაში საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია.

  • მსოფლიო პირველობა დაკარგა ლაშა ბექაურმა, 2024 წელს 90 კგ წონით კატეგორიას, ლიდერის რანგში, იაპონელი - სანშირო მურაო ასრულებს, რომლის ანგარიშზეც 6500 სარეიტინგო ქულაა.

  • მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა ლაშა ბექაურმა - 6000 ქულა.

  • ტოკიოს გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლით, ლუკა მაისურაძემ 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მე-14 პოზიციიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ლუკას ანგარიშზე 3730 ქულაა.

სხვა სტატიები