Belive

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვო 3:1 დაამარცხა. დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, ხოლო 1 გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს, 00:15 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.