Belive

ვილი სანიოლი: "შესანიშნავი ატმოსფერო გვაქვს, ფეხბურთელები ამბიცით არიან სავსე"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის საწყისი ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და საინტერესო თემების შესახებ საუბრობს.

"ორშაბათიდან გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმებიდან ახალი დაბრუნებულია, ყველა ფეხბურთელში ვხედავთ ამბიციას და სურვილს, რომ საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კარგად შევისწავლეთ. ბრიტანული სტილის გუნდია და ვიცით, საიდან შეგვიქმნიან პრობლემებს და ჩვენ საიდან შეგვიძლია მათთვის პრობლემების შექმნა. მაქსიმალურად ვართ მომზადებულები და იმედია, საუკეთესო შედეგს დავაფიქსირებთ.

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ისეთივე, როგორიც ჯორჯ ბესტი იყო, მაგრამ კვარას ცხოვრება მოედნის მიღმა გაცილებით მშვიდია, ვიდრე ბესტის გახლდათ.

ოთარ მამაგეიშვილმა საქართველოს ნაკრებში ვარჯიშის დროს თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მე მას ვუთხარი, რომ როცა გამოჯანმრთელდება, ნაკრებში დაბრუნდება", - ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები