გიორგი ჯინჯოლავა კონფერენს ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
იბერია 1999-ის კაპიტანი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
საქართველოს გასული 2 სეზონის ჩემპიონმა გუნდმა, მიალბისთან ფრედ 1:1 ითამაშა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უეფას ტურნირებზე სადებიუტო ქულა მოიპოვა.
იბერიას შემადგენლობიდან გოლის გატანა სწორედ ქართველთა კაპიტანმა მოახერხა, რომელსაც დაცვასა და შეტევაში წარმატებული თამაში, მაღალი სტატისტიკური მონაცემები და მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელობა პოპულარულმა მედია საშუალება fotmob-მა სათამაშო კვირის გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მოხვედრით დაუფასა.
ქართველმა ფეხბურთელმა სათამაშო კვირის საუკეთესო გუნდში ადგილი 9 კოეფიციენტით შეფასებით დაიმსახურა და ეს საუკეთესო თერთმეტეულში მესამე შედეგია.
სრულად ჩატარებულ შეხვედრაში იბერია 1999-ის კაპიტანმა ისტორიული გოლის გარდა, თავი 18 დაცვითი მოქმედებით, 5 ჩაჭრით, 1 დაფარებით, 9-ჯერ ბურთის სახიფათო ზონიდან გამოტანით, 13-ჯერ ბურთის დაბრუნებით და 16-დან 12 მოგებული ორთაბრძოლით გამოიჩინა.
იბერია 1999 შემდეგ შეხვედრას უეფას კონფერენს ლიგაზე 6 ნოემბერს, დანიაში, ადგილობრივი ტიტულოვანი გუნდის, კოპემნჰაგენის პირისპირ გამართავს.