Belive

“ისეთი თვისებები აქვს, რაც კიოლნს არ ჰქონდა” - გერმანიაში ლოჩოშვილზე საუბრობენ

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანული მედია კიოლნის დაცვითი ფუნქციების შესახებ საუბრობს და გუნდის ქართველ ახალწვეულს, ლუკა ლოჩოშვილს განიხილავს.

“წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპიდან მოყოლებულო, ცენტრალურ მცველთა შორის მკაფიო იერარქია გამოიკვეთა. მანჩესტერ სიტიდან მუდმივ კონტრაქტზე გადმოსულ ჯამაი სიმპსონ-პუსისთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ქართველმა ლოჩოშვილმა დაიმკვიდრა. პირველი ხუთი ტურის შემდეგ ეს დუეტი უცვლელი რჩება. იოელ შმიდი და რავ ვან დენ ბერგი კი ამ დროისთვის სკამზე, ან შესაბამისად, ტრიბუნებზე არიან გადასული.

ნიურნერგიდან დამატებული ახალწვეული ბუნდესლიგის დონესთან შეგუებას ცდილობს, განსაკუთრებით, საწყის მატჩებში. შტუტგარტთან შეხვედრაში მან ძვირფასი, თუმცა მტკივნეული გამოცდილება მიიღო. მიუხედავად ამისა, 28 წლის ფეხბურთელს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც გუნდს მანამდე შეზღუდული რაოდენობით ჰქონდა. 1.92 მეტრის სიმაღლის, ტანმაღალი მცველი კარგად თამაშობს თავით და სტანდარტულების დროსაც საფრთხეს ქმნის. თუმცა, კიოლნის შემადგენლობაში სადებიუტო გოლს ჯერ კიდევ ელოდება”, - წერს გერმანული მედია.

საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს ნიურბერგში შესანიშმავი სეზონი ჰქონდა და კარიერის ყველაზს შედეგიანი გათამაშებაც ჩაატარა, რადგან მეორე ბუნდესლიგაში 5 გოლის გატანა მოახერხა. კიოლნი 5 ტურის შემდეგ 7 ქულით ბუნდესლიგაში მე-10 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები