Belive

ვილი სანიოლი არაბიძეზე: "მისი ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში უნდა ითამაშოს. არაბიძე ამ შემადგენლობაში ისევ არ არის, მთავარი მწვრთნელის ახსნა-განმარტება კი ასეთია:

გიორგი არაბიძე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არის. მან ქუთაისის "ტორპედოში" წინა სეზონში გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება მოახერხა. მე მის თამაშს თვალს როგორც სტადიონზე, ისე ვიდეო-ჩანაწერით ვაკვირდებოდი. მე მესმის, რომ ამის შესახებ საქართველოში ბევრს საუბრობენ. ჩვენ მისი გასული მატჩები ვნახეთ. მე მისი ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ჩემთვის, ეს პრობლემა იყო. ერთი რამ ვიცი, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, ამაში ჩემი ცოლიც კი მეთანხმება. მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თქვა: "ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი ინტენსივობით თამაში შეუძლია, არის ლიონელ მესი. არც კილიან მბაპე, არც კრიშტიანუ რონალდუ და არც სხვა არავინ. გასული 10 წლის განმავლობაში, ფეხბურთი ფიზიკურად უფრო დატვირთული და ინტენსიური გახდა. - განაცხადა ვილი სანიოლმა

21 მარტს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დინამო არენაზე დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, პლეი-ოფის ფინალში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში დავუპირისპირდებით.

სხვა სტატიები