Belive

ვილი სანიოლი: "ეს კატასტროფა იყო - ბოდიში და მადლობა გულშემატკივარს "

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის მოქმედ გამარჯვებულთან, ესპანეთის ნაკრებთან - 1:7 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

"დარწმუნებრული ვარ ჟურნალისტები კარგად მიცნობთ და იცით, რომ მე ჩვეულებრივ, ყოველთვის ვპასუხობ კითხვებს სხვადასხვა პრობლემის შესახებ, მაგრამ დღეს მოედანზე კატასტროფა მოხდა. ამიტომ, ვფიქრობ, 300 კითხვაზე პასუხის გაცემა არსწორი იქნება და სჯობს, მხოლოდ ძირითად მომენტებზე გავამახვილო ყურადღება.

უახლოეს პერიოდში მე მოთამაშეებს გავესაუბრები და ჩვენ დაწვრილებით გავარჩევთ და გავაანალიზებთ იმას, თუ რა მოხდა დღეს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ნამდვილად კატასტროფული შედეგი იყო და ეს არამხოლოდ მოთამაშეებს, არამედ ჩვენ ყველას, სტაფს და მწვრთნელებს გვეხება. ჩვენ ყველა პატიოსნად უნდა გავესაუბროთ ერთმანეთს და გავაანალიზოთ, თუ რა დონეზე ვართ და რა დონეზე უნდა ვიყოთ. განსაკუთრებულად, შემდეგ წელს გასამართი პლეი-ოფის მატჩებისთვის. არსებობს გარკვეული მოლოდინები, რომლებიც მე შემდეგი მატჩებისთვის მაქვს და ამ ყველაფერზე უნდა შევთანხმდეთ. 

პირველ რიგში, მინდა ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი ცუდი თამაშის მიუხედავად, ისინი მაინც მხარს გვიჭერდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს არც ბურთით, არც ბურთის გარეშე, არც ტექნიკურად, არც მიდგომით, არაფერი გამოგვივიდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩი უმაღლეს დონეზე ჩავაგდეთ. ეს საშინელება იყო.

ერთადერთი, რაც ახლა მსურს არის ის, რომ გუნდმა ყველაფერი თავიდან, მძიმე შრომით დაიწყოს. 

მიმაჩნია, რომ ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ, უნდა შევწყვიტოთ საუბარი და დავუბრუნდეთ შრომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორვეგიაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი პრობლემა გველის.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ დღეს თქვენს შეკითხვებს ვერ ვუპასუხებ. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა მომდევნო კვირაში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ სრულფასოვნად განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება აჩვენოს", - - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ნორვეგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, 12 სექტემბერს სტუმრად გამართავს.

 

სხვა სტატიები