Belive

corrieredellosport: "ახალი კონტრაქტი, გაზრდილი ანაზღაურება და 130 მილიონი კვარას სანაცვლოდ"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საშუალება, corrieredellosport ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს.

აღნიშნული წყარო საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის მენეჯერსა და ნეაპოლელთა პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება, სადაც ბევრი რამ გაირკვევა. მამუკა ჯუღელისა და აურელიო დე ლაურენტისის შეხვედრაზე კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებაა დაგეგმილი. იმისთვის, რომ 23 წლის ქართველმა გუნდთან არსებული ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, ნეაპოლური მხარე მას გაზრდილ ანაზღაურებას სთავაზობს, რომელიც არსებულთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტია.

ამავე დროს, საუბარია იმის შესახებ, რომ თუ მხარეები კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, მაშინ სხვა დაინტერესებული გუნდს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის სურვილი ექნება, გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს, რომელიც 130 მილიონ ევრომდე იქნება გაანგარიშებული.

23 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 10 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. რაც შეეხება მის გუნდს, "ნაპოლი" იტალიის სერია A-ში 34 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 50 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს და ევროტურნირებზე გამსვლელ საფეხურს 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგი შეხვედრა ქართველის გუნდმა 6 მაისს, "უდინეზესთან", სტუმრად უნდა გამართოს.

სხვა სტატიები