Belive

რუდი გარსია: "კვარას ვესაუბრე - მშვიდადაა და ემზადება, რომ ისევ გადამწყვეტი მოთამაშე გახდეს"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პორტუგალიურ "ბრაგასთან" სტუმრად გასამართი მატჩის წინ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"მთელი გუნდი მნიშვნელოვანია და არამხოლოდ სასტარტო შემადგენლობა. კვარაცხელია ვარჯიშის დროს მიღებულმა ტრავმამ და ამის გამო დროის გაცდენამ შეანელა. მე მინდა, რომ ის კარგ ფორმაში ვნახო. მე მას ვესაუბრე. ის თავს მშვიდად გრძნობს და სურს, რომ ისევ გადამწყვეტი როლის თამაში შეძლოს. მართალია მას დიდი ხანია გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამაზე არ უნდა იფიქროს. კვარა საუკეთესო ფეხბურთელია და ამას გამოაჩენს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა 22 წლის ქართველის შესახებ.

"ნაპოლის" სერია A-ში 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უკვე უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პორტუგალიურ "ბრაგასთან" სტუმრად გამართავს, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, აქ მოქმედ გამარჯვებულს მომდევნო მატჩი 24 სექტემბერს, სტუმრად, "ბოლონიასთან" ელოდება.

სხვა სტატიები