ვეტერანი ფრანგი: "ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, ბენჟამინ ნივე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველი, პედრო დიასთან ერთად თავისი გუნდის და მთლიანად ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
"ზურიკო დავითაშვილი პედრო დიასთან ერთად ბორდოსა და ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მათ მართლაც ძალიან მაღალი ხარისხი აქვთ.
ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ძლიერი მხარეები კიდევ ერთხელ "პოსთან" მატჩში, "ბორდოს" მესამე გოლის დროს აჩვენა, როცა მეტოქის დაბნევა მოახერხა. ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და ბევრი მაღალი დონის უნარ-ჩვევა აქვს, რომლებთან ერთადაც მას ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ", - თქვა ბენჟამინ ნივემ.
23 წლის ფეხბურთელს 2023/24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 8 გოლი გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული.