Belive

გიორგი ქოჩორაშვილის 2 მთავარი კონკურენტი სპორტინგს ტოვებს

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლისაბონის სპორტინგში, გიორგი ქოჩორაშვილის 2 მთავარი კონკურენტი, ჰიდემისა მორიტა და მორტენ ჰიულმანდი გუნდიდან მიდიან.

abola-ს ინფორმაციით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იაპონელი და დანიელი ფეხბურთელები გუნდს შეიცვლიან.

ლისაბონელთა სკანდინავიელი კაპიტანი გუნდს დატოვებს, რადგან მისი დამატებით არაერთი გრანდი ინტერესდება, ხოლო მორიტას კონტრაქტი ეწურება.

abola-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი ქოჩორაშვილის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, რადგან ახალგაზრდა გონსალო სიმოეში გუნდის მთავარ პერსპექტივად მიიჩნევა, დანიელ ბრაგანსას კი პოზიციების გამყარება სჭირდება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სპორტინგი ნახევარმცველის დამატებასაც კი განიხილავდა, მაგრამ ეს ამბავი ზაფხულისთვის გადაიდო.

"5 ნახევარმცველიდან 2 გუნდს შეიცვლის (დანიელი და იაპონელი), ორი პორტუგალიელი დარჩება, ქართველს კი ან როლი შეეცვლება, ან იჯარის წესით გაანათხოვრებენ", - წერს abola.

გიორგი ქოჩორაშვილს ამ სეზონში სპორტინგის შემადგენლობაში 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები