Belive

ვენესუელა დამარცხებულია - წინ მძიმე გამოცდა გველის

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

როგორც მოსალონდელი იყო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. "ჯვაროსნებმა" ვენესუელა 11 ქულით 70:59 დაამარცხეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ავსტრალია და გერმანია იქნებიან.

 

ამ შეხვედრაში რამდენიმე გამოსარჩევი ფაქტი მოხდა, აღსანიშნავია, რომ ვენესუელას მეორე პერიოდში მხოლოდ 4 ქულა ჩავაგდებინეთ, თუმცა ბოლო ორი პერიოდი დავთმეთ და გამარჯვებას მხოლოდ პირველ ტაიმში შექმნილი ფორის წყალობით მივაღწიეთ.

საშუალოდ ამ მატჩამდე ბურთს 18-ჯერ ვკარგავდით, დღეს ეს მაჩვენებელი 12 იყო. საშინლად ვისროლეთ სამქულიანები (5/23 21.7%), მეტოქეს კი ჩვენს ფარზე ბურთის მოხსნის საშუალება 13-ჯერ მივეცით. საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა - 25 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი..გამოსაყოფია გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი (11 ქულა, 11 მოხსნა). აუცილებლად უნდა ვთქვათ კახა ჯინჭარაძის კარგი თამაშის შესახებაც - 4 ქულა,9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

გოგამ ორმაგი დუბლი გაიფორმა

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც K ჯგუფში ავსტრალიისა და გერმანიის უძლიერეს ნაკრებებს შეხვდება, მათთან კი ასეთი თამაშით ძალიან გაგვიჭირდება, მატჩები 1 და 3 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები