Belive

"ფეიენოორდში ტრანსფერი ძალიან ლოგიკურია" - ნიდერლანდელი ექსპერტი იეგოიანზე

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მარიო ბინი, რომელიც ახლა ანალიტიკოსად მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს, ირაკლი იეგოიანს როტერდამის ფეიენოორდში ტრანსფერის შანსი აქვს.

"თუ ვინმეზე საუბრობთ, ვისაც, ჩემი აზრით, ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი გადადგას წინ, ეს სწორედ ირაკლი იეგოიანია.

მას ყველაფერი აქვს. კარგად მოძრაობს. შესანიშნავი ტექნიკა აქვს. შეუძლია გოლის გატანა.

როტერდამის ფეიენოორდში ტრანსფერი ძალიან ლოგიკურია. ექსელსიორმა რამდენიმე ფეხბურთელი აღზარდა, რომლებმაც ეს ნაბიჯი არ გადადგეს და შეიძლება ეს უკვე მინიშნებაა", - მარიო ბინი.

ირაკლი იეგოიანი სეზონს შესანიშნავად იწყებს და 7 ტურში 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი 

სხვა სტატიები