ვალენსია მალიორკასთან დამარცხდა | გიორგი მამარდაშვილის შეფასება
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგას მე-15 ტურის შეხვედრაში "ვალენსია" "მალიორკასთან" 2:1 დამარცხდა. პირველი გოლი 32-ე წუთზე ლუის რიოხამ გაიტანა, კაილი ლარინმა 45+3 წუთზე გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე აბდონ პრატსმა გაიტანა.
გიორგი მამარდაშვილმა რა თქმა უნდა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ მეკარეს 6.3 შეფასება დაუწერა, გიორგის 1 სეივი ჰქონდა, ბურთს 42-ჯერ შეეხო, 35 გადაცემიდან 25 ზუსტად შეასრულა (71%).
#MallorcaValencia 🔴🦇
— Valencia CF (@valenciacf) November 29, 2024
⚽ 2-1 | FINAL DEL PARTIDO#ADNVCF pic.twitter.com/fOvLCI7oIC
ლა ლიგას ცხრილში "ვალენსია" 10 ქულით მე-18 ადგილზეა (2 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 დეკემბერს, 00:00 საათზე ესპანეთის თასის 1/32-ფინალში "ეხეას" წინააღმდეგ ჩაატარებს.