ვაკო გვილია გლივიცეს პიასტში აღარ ითამაშებს და თავისუფალი აგენტი გახდება
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ პოლონეთის ეკსტრაკლასას წარმომადგენელ, გლივიცეს "პიასტთან" თანამშრომლობა შეწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად პოლონური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი, რომელიც 31 მაისამდე მოქმედებდა, აღარ გახანგრძლივდება.
"ვაკო, მადლობა ლურჯი და წითელი ფერების წარმოჩენისთვის და წარმატებებს გისურვებთ მომავალ კარიერაში!", - წერს გუნდის ოფიციალური გვერდი.
30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა "პიასტთან" კონტრაქტი 2024 წლის მარტში გააფორმა და ეკსტრაკლასაში ორჯერ ითამაშა. აქამდე მას სამ პოლონურ გუნდში, ზაბრჟეს "გურნიკში", ვარშავის "ლეგიასა" და "რაკუვში" უთამაშია და ამ ქვეყნის ჩემპიონობა 3-ჯერ აქვს მოპოვებული.