საქართველოს ნაკრების მინიმალური რეგრესი ფიფას რეიტინგში
ოქტომბრის სანაკრებო პერიოდის შემდეგ, ფიფამ მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველო 67-ე პოზიციას იკავებს.
სექტემბერში საქართველოს ნაკრები 66-ე პოზიციას იკავებდა, ახლა კი 67-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა სექტემბრის თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო. უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის 1 ჯგუფში, ჩვენმა გუნდმა უკრაინის და ალბანეთის ნაკრებებთან იდენტური ანგარიშით (0:1) წააგო.
ოქტომბრის სანაკრებო პერიოდის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს რეიტინგში ფინეთმა და ალბანეთმა გადაასწრეს.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ორ გადამწყვეტ და დასკვნით შეხვედრას გამართავს, სადაც უკრაინისა და ჩეხეთის ნაკრებებს შეხვდება. უკრაინელებს ბათუმში, 16 ნოემბერს ვუმასპინძლებთ, ხოლო ჩეხეთთან სტუმრად, 19 რიცხვში ვითამაშებთ.