Belive

ედი ჰაუ: "ვახტანგ სალიას ვესაუბრე, კარგი, მონდომებული ბიჭია"

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ, ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "ვულვზთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ახალგაზრდა ქართველი ტალანტის, ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა.

"მე მასთან, მის ოჯახსა და წარმომადგენლებთან კარგად გასაუბრება მოვახერხე. ძალიან კარგი ბიჭი მეჩვენა, კარგი დამოკიდებულებით, რომელიც სწავლას მოწყურებულია.

მისი შემდეგი ნაბიჯი ჯერჯერობით ცოტა გაურკვეველია, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია", - ამბობს ედი ჰაუ.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, 17 წლის გახლავთ, "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2023 წლის შემდეგ ირიცხება. ის ინგლისურ გუნდში 2025 წლის 30 აგვისტოს, მას შემდეგ რაც 18 წლის გახდება, "ნიუკასლთან" კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს და ბრიტანულ გუნდში ითამაშებს.

სხვა სტატიები