ვახტანგ სალიამ შესაძლოა კარიერა ნიუკასლში გააგრძელოს
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"დინამო თბილისისა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ვახტანგ სალია შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ "ნიუკასლში" აღმოჩნდეს.
ლელოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 წლის ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია "კაჭკაჭებს" შეუერთდება, ერთი სეზონის განმავლობაში კი ისევ ქართული გუნდის რიგებში დარჩება.
"ნიუკასლში" გადასვლის შემთხვევაში, ამ გუნდის ისტორიაში, ვახტანგ სალია, თემურ ქეცბაიასა და ზურაბ ხიზანიშვილის შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება.
ვახტანგ სალია "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, ის მთავარ გუნდში, "დინამო თბილისი 2-სა" და უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე გამომსვლელ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს.