Belive

წინსვლა FIFA-ს ლაივ რეიტინგში - საქართველოს ნაკრები 2 საფეხურით დაწინაურდა

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯერ ერევანში 0:3, ხოლო შემდეგ თბილისში 6:1 დაამარცხა, ანუ ჩვენმა ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 იმარჯვა და B-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებებით FIFA-ს ლაივ რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა, აქამდე ჯვაროსნები 68-ე პოზიციას იკავებდნენ, ახლა კი ნაკრები 66-ე ადგილზეა. სომხეთთან ორივე მატჩში გამარჯვების შემდეგ საქართველომ რეიტინგში +10,84 ქულა დაიმატა (1362 ქულიდან 1373-ს მიაღწია), ამით კი მათ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს გადაუსწრეს.

ლაივ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების სიახლოვეს კი ასეთი მდგომარეობაა:

FIFA-ს ლაივ რეიტინგი

ისტორიულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგი 1998 წელს 42-ე ადგილი იყო, ხოლო უარესი 2015 წელს 154-ე.

სხვა სტატიები