Belive

ვაისი: "კუჩკა და კაშია რემუსი და რომულუსი არიან - მსოფლიო ვარსკვლავები"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა​​ გურამ კაშიას შესახებ დადებით კონტექსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გამოცდილმა სპეციალისტმა უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა მწვრთნელმა გუნდის გამორჩეული ფეხბურთელების შესახებ საუბრის დროს იურაი კუჩკასა და გურამ კაშიაზე ისაუბრა, რომლებმაც გამორჩეული მიღწევა დააფიქსირეს და აღნიშნა, რომ ისინი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან.

"მათი ფიზიკური მონაცეებით აღფრთოვნებული ვარ. ისინი რომულუსსა და რემუსს ჰგვანან. მათ ზურგს უკან არის უზარმაზარი ხარისხი, გამოცდილება და ძალა - როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. ისინი შეიძლება ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ მათ გარეშე გუნდი მე არ წარმომდიგენია. დიდი პატივია მსოფლიო დონის ვარსკვლავების ასეთ გარემოცვაში ყოფნა", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

რაც შეეხება მიღწევას, აღნიშნულმა ორმა ფეხბურთელმა 36 წელს ზემოთ მყოფ მოთამაშეებს შორის 2023 წელს ნათამაშები დროის მიხედვით მსოფლიო ათეულში მოხვედრა მოახერხეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში "სლოვანი" მეზობელ სლოვენიურ ლუბლიანას "ოლიმპიას" უმასპინძლებს და გამარჯვების, ხოლო პარალელურ შეხვედრაში "კლაკსვიკთან" "ლილის" ქულების დაკარგვის შემთხვევაში, პირველ პოზიციას დაიკავებს და პირდაპირ მერვედფინალში აღმოჩნდება. პლეი-ოფში თამაშის უფლება "სლოვანს" უკვე განაღდებული აქვს.

სხვა სტატიები