Belive

რიკარდო სილვა: "გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო ბათუმის" ახალწვეულმა, პორტუგალიელმა მეკარე, რიკარდო სილვამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს მოქმედ ჩემპიონ "დეჩიჩთან" შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ მატჩშიც გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"მოგესალმებით "დინამო ბათუმის" გულშემატკივრებო. ამ მატჩში კვლავ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, რომ მორიგი დიდი გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ. "ლუდოგორეცთან" მოგებულ შეხვედრაში სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო ვნახეთ. ის მატჩი მოვიგეთ და იმედი გვაქვს, რომ აქაც მივაღწევთ გამარჯვებას. ჩვენ ყველას თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ასე რომ, სტადიონზე შევხვდებით", - ამბობს 25 წლის მეკარე.

"დინამო ბათუმი" "დეჩიჩს" უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდება. საშინაო მატჩს ბათუმელები 24 ივლისს უმასპინძლებენ. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები