Belive

უოტფორდის მწვრთნელი: "ევროპის ჩემპიონატისთვის გიორგი ჩაკვეტაძეს უნდა გავუფრთხილდეთ"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზარდულის ტრავმის გამო, ის ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში "სანდერლენდთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

"გიორგი ჩაკვეტაძეს საზარდულთან დაკავშირებით ქრონიკული ტრავმა აქვს და ამიტომ, ზაფხულში მოახლოებული ევრო 2024-ის გათვალისწინებით, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ვცდილობ, რომ ჩემს ფეხბურთელებთან ყოველთვის ურთიერთგაგებაში ვიყო და მესმის, რას განიცდიან ისინი, როცა მათ ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. ამიტომ, გიორგი ჩაკვეტაძე "სანდერლენდთან" მატჩში დაისვენებს", - თქვა ტომ კლევერლიმ.

"უოტფორდი", რომელიც "სანდერლენდს" 27 აპრილს შეხვდება, 53 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. სამხრეთელებთან მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები