უკრაინის ნაკრებს კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქეს, უკრაინას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ვიტალი მიკოლენკო ვერ დაეხმარება.
გუნდის მთავარ მწვრთნელს, სერჰეი რებროვს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და მათი გამოყენება ოქტომბრის მატჩებში არ შეუძლია, ახლა კი მათ რიგებს, კუნთის ტრავმის გამო "ევერტონის" 25 წლის მარცხენა მცველი მიემატა. როგორც ცნობილია, ის სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
გუნდს სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიქტორ ციგანკოვი და ტარას სტეპანენკო აკლიათ.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.