Belive

"შხამივით საშიში თავდამსხმელია, რომელიც მატჩზე გავლენას ახდენს" - Mediaset მიქაუტაძეზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც ვილიარეალისა და იუვენტუსის დაპირისპირება შედგა, ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაში გატანილი პირველი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელსაც მეორე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა.

ვილიარეალის ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გიორგი მიქაუტაძის ეფექტურ თამაშს, სპორტულ მედიაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. Mediaset კი პირველი იყო, რომელმაც მიქაუტაძეს შხამივით საშიში თავდამსხმელი უწოდა.

იტალიური კლუბები მიქაუტაძეს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს და გასაკვირია, როგორ გაუშვეს ხელიდან მისი შეძენის შესაძლებლობა. მიქაუტაძე არის შემტევი, რომელიც გავლენას ახდენს თამაშზე. ის შხამივით საშიშია, საოცრად სწრაფი და გოლების მოყვარული - მიქაუტაძის ეს თვისებები პირველ გატანილ გოლში აისახა. - Mediaset.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მატჩის 76-ე წუთამდე იყო. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით გიორგი განსწხვავებული შეფასებები დაიმსახურა. Sofascore - 7.6, WhoScored - 6.9, Flashscore - 7.4.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი მატჩი ვილიარეალს ლა ლიგაში რეალის წინააღმდეგ ელის. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მიქაუტაძე 21 ოქტომბერს მანჩესტერ სიტის შეხვდება.

სხვა სტატიები