უკრაინა - საქართველოს მატჩის მსაჯთა გუნდი ცნობილია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უკრაინას შეხვდება.
უეფას ოფიციალურმა გვერდმა ამ მატჩის მსაჯთა გუნდის შესახებ ინფორმაცია განაახლა და გაირკვა, რომ შეხვედრას ავსტრიელი არბიტრები განსჯიან.
მატჩის მთავარი არბიტრი ჯულიენ ვეინბერგერი იქნება, გვერდითი მსაჯები ანდრიას ჰეიდენერიხი და მაქსიმილიან კოლბიჩი ეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი შტეფან ებნერი იქნება.
უკრაინა საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.