Belive

"აზაროვი ნდობას იბრუნებს და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს" - უკრაინული მედია ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინულ მედიაში საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის შესახებ საუბრობენ. კონკრეტულად, sport.ua წერს, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი, დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელისგან გაცილებით მეტ ნდობას მიიღებს, ვიდრე ეს სეზონის საწყის ნახევარში ხდებოდა.

მარინო პუშიჩი ქართველ ფეხბურთელს უკრაინის შიდა ტურნირებში როტაციის ფეხბურთელად განიხილავდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში შანსი საერთოდ არ მიუცია.

"გამოსარჩევია პუშიჩის ნდობის ზრდა ირაკლი აზაროვისთვის, რომელიც ქართველს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩებში "ბრესტსა" და "ბორუსიასთან" ძირითად შემადგენლობაში განიხილავს.

"ლუდოგორეცთან" ამხანაგურ მატჩში გატანილმა მესამე გოლმა აჩვენა, რომ ირაკლი აზაროვს კევინთან ძალიან ეფექტურად შეუძლია თამაში. ასევე, პედრო ენრიკესგან განსხვავებით, ქართველი მეტოქის პირისპირ დაცვაში ბევრად უფრო შედეგიანად თამაშობს და ეს კევინს საქმეს უმარტივებს. ამ ფეხბურთელების მიერ გათამაშებული კომბინაცია ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მთავარი უნდა გამოდგეს", - წერს sport.ua.

ირაკლი აზაროვს "შახტარში" 2024/25 წლების სეზონში რვა მატჩში აქვს ნათამაშები და მის აქტივში უკრაინის ჩემპიონატში 1 საგოლე პასია.

სხვა სტატიები