უელსის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთვის დაირაზმა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება.
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, “პრინციპალიტის” სტადიონზე ბორჯღალოსნები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, უელსის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ უელსელები საქართველოს ნაკრებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, თუმცა მარქაფაში უძლიერესი მორაგბეებით არიან დახუნძლულები.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე - ჯორჯ ნორსი, "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ 13 ნომერზე ითამაშებს.
ასევე ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ლილ ჰალფპენი, რომელიც გასული წლების ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად ითვლება.