უძვირესი ასეული | ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ის რჩეულთა შორის
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში 25-ე ადგილს იკავებს.
გერმანულმა პლატფორმამ 2026 წლის აპრილის მონაცემებით მსოფლიოში 100 ყველზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული და 25-ე პოზიციაზეა.
სიას ლამინე იამალი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე 200 მილიონი ევროთი ლიდერობენ, საუკეთესო ოცეული კი ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 18 საგოლე მოქმედება (11 გოლი, 8 საგოლე პასი) აქვს, პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს უნდა შეხვდეს.