Belive

"იმედი მაქვს და მტკიცედ მჯერა, რომ ტრანსფერი შედგება" | ფლიკი ფორვარდის აუცილებლობაზე საუბრობს

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარი სამიზნის შესახებ საუბრობს.

"ჩვენ ვეძებთ ცენტრალურ ფორვარდს, 9 ნომერს. დეკუ თავის საქმეს დიდი ხანია კარგად აკეთებს. იმედი მაქვს და მტკიცედ მჯერა, რომ ტრანსფერი შედგება. მჯერა დეკუს მუშაობის", - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

გასული დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიური გრანდი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატებას ცდილობს.

ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ შედეგიანად დაიწყო. ლა ლიგის გახსნითი ტურის მატჩში ვილიარელმა სანტანდერის რასინგთან, სტუმრად, ელ სარდინეროზე ფრედ (2:2) ითამაშა, გამათანაბრებელი გოლის დროს კი გადამწყვეტი პასი ნიკოლა პეპეს სწორედ 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გაუკეთა.

სხვა სტატიები