უარი საუდის არაბეთს - წიტაიშვილს კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უკრაინული tribuna-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი საუდის არბული გუნდის ინტერესის სფეროშია, მაგრამ თავად კარიერის ევროპაში გაგრძელებას გეგმავს.
"ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, მეცის ყოფილმა ფლანგის ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა საუდის არაბეთის პროფესიული ლიგის კლუბის, ალ-ტაუნის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
როგორც ირკვევა, კლუბმა 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება სცადა და მას გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა.
თუმცა, საქართველოს ნაკრების წევრმა ეს წინადადება დაიწუნა, რადგან მისი მიზანი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარემარბის შეძენისთვის მთავარი ფავორიტები პსვ ეინდჰოვენი და ფრაიბურგი არიან, თუმცა ბრძოლა მისი ხელმოწერისთვის კვლავ ღია რჩება", - წერს tribuna.
გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. 25 წლის ფეხბრუთელს კარიერის განმავლობაში პოლტავის ვორსკლას, ჩერნომორენის, კრაკოვის ვისლას, პოზნანის ლეხის, დინამო ბათუმის, გრანადას და მეცის შემადგენლობაშ უთამაშია.