Belive

ლოჩოშვილის თანაგუნდელი: "უკეთესად ვსწავლობთ ერთმანეთს და კარგ ურთიერთობას ვამყარებთ"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კიოლნის დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის მეწყვილე, ჯამჰაი სიმპონ-პუსი გუნდის შედეგებსა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან მოედანზე ადაპტირების შესახებ საუბრობს.

"წინა ტურში ქულა ავიღეთ. ასე რომ, ეს ყველაზე ცუდი შედეგი არ არის.ვფიქრობ, ამ თამაშიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ერთად გავაგრძელოთ გზა. როგორც გუნდმა, ცოტა მეტი მოვინდომეთ და საბოლოოდ ამან გამარჯვება დაგვაკარგვინა. თუმცა ამაზე ვმუშაობთ, მწვრთნელიც მუშაობს. ეს საკითხი გუნდში ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ.

მე და ლუკა ლოჩოშვილი ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას ვამყარებთ, ყოველი თამაშით უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს და ვავსებთ ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებს", - ჯამჰაი სიმპონ-პუსი.

გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ კიოლნს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს კიოლნი ჰამბურგთან სტუმრად 19 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები