Belive

თვის საუკეთესო: ზურიკო დავითაშვილი ბორდოს გულშემატკივრებმა გამოარჩიეს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ბორდოს" შემტევი, ზურიკო დავითაშვილი გუნდის გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

23 წლის ფეხბურთელი გულშემატკივართა გამოკითხვის გამარჯვებული გახდა და სამახსოვრო ჯილდოც გადაეცა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად ჩაიბარა.

აპრილის თვე ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა. მან ექვს შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. 26 მარტს, საბერძნეთთან მოგებული ისტორიული ფინალური მატჩისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, შვიდ შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მოაგროვა.

2023/24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის აქტივში 7 გოლი და 7 საგოლე პასია.

სხვა სტატიები