Belive

გიორგი მამარდაშვილი: „ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარი ვაჩვენე, ყველაფერი წინ არის“

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა betlive-თან ინტერვიუში ევროპის 2024 წლის ისტორიული ჩემპიონატი შეაფასა. 23 წლის ქართველმა მეკარემ აღნიშნა, რომ მის მიერ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში მხოლოდ თავისი შესაძლებლობების ნახევარია და ყველაფერი ჯერ ისევ წინ არის.

„სულ ვამბობ, რომ ფეხბურთი სპორტის იმდენად გამორჩეული სახეობაა, რომ აქ რაღაც განსაკუთრებულის მოხდენა ყოველთვის შესაძლებელია.

რთული მეტოქეების ჯგუფში აღმოვჩნდით, მაგრამ ქართული სულისკვეთება გამოვავლინეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით.

მიხარია, თუ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ჩემი სურვილი გახლდათ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩამეტარებინა. ორი თვის განმავლობაში არ გავჩერებულვარ და ყოველდღიურად ვემზადებოდი, რომ ამ ევროპის ჩემპიონატამდე მაქსიმალურად კარგ ფორმაში მივსულიყავი. ვფიქრობ, სეზონის მიწურულის გამო დაღლილობა ოდნავ დამეტყო და ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის გამოვლენა შევძელი. მინდა, რომ მაქსიმალური გავიღო, რათა კიდევ უფრო მეტის ჩვენება შევძლო. აუცილებლად იქნება 100%.

რთული მატჩები გამოვიდა და მიხარია, რომ არამხოლოდ მე, არამედ მთელმა ნაკრებმა მაქსიმალური სულისკვეთება და თავდადება გამოავლინა და კარგად იმუშავა. როცა ნაკრების ყველა ფეხბურთელი კარგად თამაშობს, მეც მიმარტივდება კარგად თამაში და მადლობა მათ ამისთვის“, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში მონაწილეობისას 29-ჯერ ბურთის მოგერიება მოახერხა და ამ რაოდენობით, ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

View this post on Instagram

A post shared by betlive.com (@betlivecom)

სხვა სტატიები