Belive

ლადო დვალიშვილმა დინამო ბათუმის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, ლადო დვალიშვილმა "დინამო ბათუმის" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და გაწეული სამსახურისა და არაერთი გამარჯვებისთვის მადლობას უხდის, საქართველოს ნაკრებთან ერთად კი წარმატებას უსურვებს.

ლადო დვალიშვილმა ფეხბურთელის კარიერა სწორედ "დინამო ბათუმში", 2020 წელს დაასრულა და 2021 წლის 1 იანვრიდან გუნდის სპორტული დირექტორის პოზიცია დაიკავა. ამ პერიოდში, "დინამო ბათუმმა" ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ერთხელ სუპერ თასს დაეუფლა და 2023 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც ითამაშა.

ლადო დვალიშვილი, ამჟამად საქართველოს ნაკრებში სპორტული მიმართულების მენეჯერის პოზიციას იკავებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში ემზადება.

სხვა სტატიები