თუშიშვილის სასჯელი მკაცრია - ნაკრებს გუნდურ პირველობაზეც ვერ დაეხმარება
გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქე, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო.
თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ თუშიშვილი ვერც გუნდურ პირველობაზე იჭიდავებს, მის მაგივრად კი მძიმე წონაში მონაწილეობას ილია სულამანიძე მიიღებს.
გურამ თუშიშვილს ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა. სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს, როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ შეჯიბრებას.
სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილს ეკრძალება ძიუდოს სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, იქამდე სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.