Belive

აბუ დაბის გრანდ სლემი 2025 | საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით იასპარეზებს

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

2025 წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, შემდეგ კი IJF ტური ტოკიოს გრანდ სლემით დაიხურება.

აბუ დაბის გრანდ სლემი 28-30 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ქართველები აბუ დაბიში 8 ძიუდოისტით იასპარეზებენ.

შემადგენლობა

  • 60 კგ - გიორგი სარდალაშვილი

  • 66 კგ - თემურ ნოზაძე

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი

  • 81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, ჯუმბერ მელაძე

  • 90 კგ - ლაშა ბექაური

  • +100 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი.

2024 წლის აბუ დაბის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: ვერცხლი - ზაურ დვალაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედალი - დიმიტრი გოჩილაიძემ მოიგო.

სხვა სტატიები