"თუ ოცნება გაქვს, მიზანს აუცილებლად მიაღწევ" - კვარას ვრცელი ინტერვიუ athletic-თან
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია The athletic-ს ვრცლად ესაუბრა.
"უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლონდონის არსენალთან გიჟური თამაში იყო. ეს თამაში ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ამ მატჩში მონაწილეობა პრივილეგია იყო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მე მხოლოდ ჩემი თანაგუნდელების თამაშებს ვუყურებდი. ზოგჯერ ამ ბიჭების გამო ვერც კი ვიძინებდი.
დემბელეს მიერ ჩატარებულ თამაშებს ვუყურებდი. ამას პსჟ-ს თამაშებშიც ვხედავთ. ის ყოველთვის ამ მოძრაობებს აკეთებს. ჩვენთვის ეს ახალი არაფერია. ეს არის უსმანი.
ვფიქრობ, ღმერთმაც კი არ იცის რომელი ფეხით უფრო ძლიერია უსმან დემბელე.
როცა აქ ჩამოვედი, როცა ყველაფერი მოვიგეთ და როცა უსმანმა ოქროს ბურთი მოიგო, ვეუბნებოდი, რომ აქ იმისთვის მოვედი, რათა დავხმარებოდი ამ ჯილდოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.
თუ ყველა ფეხბურთელს ჰკითხავთ, ჩვენ ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ, ისინი გუნდის წარმატებიდან მოდის. ხოლო ადამიანებისთვის, ვინც ამას წყვეტს, ეს მათი სამუშაოა.
ჩემს სადებიუტო თამაშში ნაპოლიში 35 წუთის განმავლობაში კრუნჩხვები მქონდა. რადგან ეს ჩემი პირველი თამაში იყო, ალბათ ვნერვიულობდი. ჩვეულებრივ, წინდები მაღლა მაქვს აწეული, როგორც წესია. ვფიქრობდი, რომ წინდების დაწევა კრუნჩხვების წინააღმდეგ დამეხმარებოდა. ამის შემდეგ გოლი გავიტანე და ვიფიქრე, იქნებ ეს იღბალია. ამის მერე აღარ შემიცვლია.
მე და აშრაფ ჰაკიმი ერთად ვთამაშობდით NBA-ს და ერთ დღეს ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, ამ აღნიშნვას (ყინული ჩემს ვენებში) გავაკეთებდი, რომელიც NBA-ში პოპულარულია. ამის მერე უბრალოდ შევინარჩუნე.
არ ვფიქრობ, რომ პსჟ-ს თამაშში რამე განსაკუთრებულია. ყველას პატივს ვცემთ, ოღონდ მოედანზე უბრალოდ დომინირება გვინდა.
სიამოვნებაა, რომ ქართველი ბავშვებისთვის მაგალითი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სტრესსაც აჩენს, რადგან მოედანზე ყოველ გასვლაზე მათთვის მისაბაძი უნდა იყო, რადგან ისინი შენს ყოველ მოძრაობას უყურებენ. პატარა ქვეყნიდან მოსვლა და წარმატების მიღწევა მაგალითია. ვუჩვენებ მათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და თუ ოცნება გაქვს, მიზანს მიაღწევ.
ჩემი საყვარელი ზედმეტსახელი კვარადონაა. ძალიან ვამაყობ, რომ ნაპოლიში ვითამაშე. როცა ასე მეძახიან, ეს პრივილეგიაა და ამავდროულად წნეხიც, რადგან როცა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს გადარებენ, ამის გაძლება ძალიან რთულია. არავის შეუძლია მარადონას შეედაროს, მაგრამ ეს სასიამოვნოა.
ბავშვობაში მომეწონა, როგორ თამაშობდა გუტი. ამის შემდეგ მისი გულშემატკივარი გავხდი. მისი თამაში ორივე ფეხით, ბურთის შენარჩუნების და მასთან ერთად აჩქარების უნარი. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. მისი ნიჭი სხვა დონეზეა", - ხვიჩა კვარაცხელია.
25 წლის ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა და ტურნირის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.