"თუ მიქაუტაძეს იჯარით გამოუშვებენ გაგვიხარდება" - მეცის პრეზიდენტი
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ნიდერლანდურ გრანდში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.
ქართველმა ფეხბურთელმა 17 სექტემბრის შემდეგ ნიდერლანდელების მაისურით მხოლოდ 1 წუთი ითამაშა, ახლა კი, ყოფილმა გუნდმა, "მეცმა" მისი იჯარის წესით დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
"გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" თავს მოწყენილად გრძნობს, ჩვენ კი ველოდებით მათი პოზიციის მოსმენას და იმის გაგებას თუ რა სურს გუნდს. თუ მას იჯარით გამოშვებას გადაწყვეტენ, მივესალმებით, მაგრამ ვფიქრობ ეს განხორციელებისგან საკმაოდ შორსაა,'' - თქვა "მეცის" პრეზიდენტმა, ბერნარ სერინმა.
საერთო ჯამში, 23 წლის ქართველ თავდამსხმელს "აიაქსში" ოთხ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.